8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

55RNYY8M 31 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham

Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham

დემი შეფი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

„ჯინო ჰოლდინგი“ ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი „თბილისის ბულვარი“, სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები: - კერძების მომზადება და შეფის/სუ-შეფის ინსტრუქციების შესრულება - კერძების ხარისხისა და პრეზენტაციის კონტროლის მხარდაჭერა - ინგრედიენტების წინასწარი მომზადება და სწორად შენახვა - ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა - სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება - მარაგების კონტროლის პროცესში მონაწილეობა

მოთხოვნები: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან კულინარიული განათლება - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - გუნდში მუშაობის უნარი - დეტალებზე ორიენტირებულობა - სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ: - მეგობრულ სამუშაო გარემოს - დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) - კვებით უზრუნველყოფას

დაინეტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე, სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek