8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları
Bu iş ilanı kapandı ve artık başvuruları kabul etmiyor.

58RVB4GT 27 Ağu tarihinde yayınlandı 57 görüntüleme

არქ ლინკ

არქ ლინკ

არქიტექტორი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

არქიტექტურული კომპანია - შპს "არქ ლინკ" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამშრომლობაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას;
  • საოფისე კვებას/ლანჩს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობითა და მოტივაციით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. პოზიცია მოიცავს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ პროექტში, საქმიანობას დარგის პროფესიონალებთან ერთად და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების საფუძველზე პროექტების დაგეგმვა და განხორციელება;
  • არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების შექმნა;
  • მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • არქიტექტურული პროექტის მუშა ნახაზებისა და სრული დოკუმენტაციის შედგენა;
  • კონცეფციის განვითარება და საპროექტო წინადადებების დეტალიზაცია;
  • სანებართვო/ავტორიზაციის დოკუმენტაციის მომზადება (მუნიციპალიტეტში წარსადგენად);
  • პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა;
  • საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების (41-ე დადგენილება და სხვა) გათვალისწინებით ნახაზების მომზადება;
  • არქიტექტურული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია დამკვეთთან გადასაცემად;
  • მომიჯნავე დარგებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) თანამშრომლობის გამოცდილება;
  • არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
  • პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
  • სპეციფიკაციების შედგენა და საპროექტო მოცულობების ამოთვლა;
  • პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არქიტექტურის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
  • არქიტექტორად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება არქიტექტორის პოზიციაზე;
  • მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
  • მშენებლობის ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • AutoCAD, SketchUp და ArchiCAD პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Photoshop-ის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება);
  • სასურველია რენდერების მოსამზადებლად საჭირო რომელიმე პროგრამის ცოდნა;
  • Microsoft Office (Word, Excel, Outlook) და PDF რედაქტორების საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • გუნდურ მუშაობასა და დროის ეფექტიან მართვაზე ორიენტირება.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პროექტებზე მუშაობისას სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
  • კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
  • ადაპტაციის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში;
  • გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 19:00;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
  • პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა #106/ბოხუას ქუჩა #4.

დაინტერესების შემთხვევაში,

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია.

დამატებითი ინფორმაცია:

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის;

შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევის პროცესის და შესაძლო თანამშრომლობის მიზნით, არაუმეტეს 1 წლის ვადით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
არქ ლინკ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek