შშმ პირის პერსონალური ასისტენტი
"ხელი ხელს" აცხადებს შშმ პირების პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას? შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაეხმარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები: - ბენეფიციართან ვიზიტი და მხარდაჭერა მის ბუნებრივ გარემოში; - ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენისა და ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება) - ბენეფიციარის დამოუკიდებლობისა და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა.
ანაზღაურება: - სტაჟირების/სასწავლო პერიოდი (2 კვირა) - 6 ლარი საათში; - სტანდარტულად - 8-9 ლარი საათში; - უქმე დღეებში - 10 ლარი საათში; - ანაზღაურება ირიცხება საბანკო ანგარიშზე ყოველი თვის დასაწყისში.
სამუშაო გრაფიკი: - მოქნილი გრაფიკი, რომელიც თანხმდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით; - შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.
სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ: - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობას; - პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში; - პროფესიულ გადამზადებას/ ტრენინგებს; - რეგულარულ სუპერვიზიას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.