8.817 ilan
← Tüm iş ilanları

5N6T96F7 30 Eyl tarihinde yayınlandı 3 görüntüleme

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი / II კატეგორია

Tiflis Staj Bilişim / Programlama
Orijinal ilana devam edin ↗
Görüşülür 5 Eki tarihine kadar başvurun

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) შესარჩევად

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) შესარჩევად: სასწავლო პროცესის მართვის სამსახური მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) 2 საშტატო ერთეული.

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტების (II კატეგორია) ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1250 (ათასორასორმოცდაათი) ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით). შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: - ა) ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; - ბ) ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. - გ) ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს ( Microsoft Office; Internet Browser).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები: - ა) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - ბ) ოპერატიულობა; - გ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; - დ) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა; - ე) დასაბუთების უნარი; - ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. - ზ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; - თ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა; - ი) კრეატიულობა;

აპლიკანტი უნდა იცნობდეს: - ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს; - ბ) ფაკულტეტის დებულებას; - გ) თსუ წესდებას. - დ) პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის (II კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების შეასრულება: ა) ვაკანსია (1) მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) - სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება; - სასწავლო პროცესის მართვის სისტემის აკადემიური რეგისტრაციისთვის მომზადება; - სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება; - ელექტრონული უწყისების მონიტორინგი; - სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში; - აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ; - სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით; - კურსდამამთავრებელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინების მომზადებაში მონაწილეობა; - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულთა დიპლომის დანართების მომზადება და სასწავლო დეპარტამენტისთვის მიწოდება; - ფაკულტეტზე შიდა და გარე მობილობის პროცესის წარმართვა მობილობის ადგილების პორტალზე რეგისტრაცია, მობილობით პროგრამის შეცვლის მსურველ სტუდენტთა ხეშეკრულებების გაფორმება, კონსულტირება; - სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება;

ბ) ვაკანსია (2) მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) - განათლების მეცნიერებათა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ჩართული აკადემიური და მოწვეული პედაგოგების საათობრივი დატვირთვების მომზადება; - სასწავლო ცხრილების შედგენის და გამოქვეყნების უზრუნველყოფა; - სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება; - სასწავლო პროცესის მართვის სისტემის მომზადება აკადემიური რეგისტრაციისთვის; - სტუდენტთა კორესპონდენციების მონიტორინგი და პასუხის გაცემა, ცნობების, სასწავლო ბარათების და სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება; - ელექტრონული უწყისების მონიტორინგი; - სტუდენტთა ტუტორიალი და კონსულტირება, სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში; - აკადემიური პერსონალის და სტუდენტების სისტემატური ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხების, რეგულაციების, ინსტრუქციების, ვადების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ; - სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ფაკულტეტის და ცენტრალური ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით; - კურსდამამთავრებელთა აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინების და დიპლომის დანართების მასალების მომზადებაში მონაწილეობა; - მაგისტრატურის დაფინასებისთვის სტუდენტთა რეიტინეგული სიის მომზადება; - პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის უზრუნველყოფა საბუთების მიღება, ხელშეკრულების გაფორმება; - სამაგისტრო ნაშრომების დაცვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება - ნაშრომთა სათაურების და ნაშრომების ხელმძღვანელების დროული დაზუსტება, დადგენილ ვადებში სამაგისტრო ნაშრომის წინასწარი და საბოლოო დაცვის ცხრილის უზრუნველყოფა, კომისიების შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და ა. შ., - სამუშაო პროცესში ნაწარმოები დოკუმენტების მოწესრიგება და არქივისთვის გადასაცემად მომზადება; - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება; - დეკანის და დეკანის მოადგილის (სასწავლო დარგში) მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების

წარმოდგენა: - ა) განცხადება - ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; - გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი; - დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი; - ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონ

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz