სამშენებლო პროექტის მენეჯერი
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
"გრადა" ეძებს გამოცდილ, სტრატეგიულად მოაზროვნე და შედეგზე ორიენტირებულ სამშენებლო პროექტის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სამშენებლო პროექტების დაგეგმვასა და წარმატებით განხორციელებას ჩვენს გუნდში.
ძირითადი პასუხისმგებლობები
პროექტის დაგეგმვა და შესრულება
- პროექტის ფარგლების, მისაღები შედეგებისა და პროექტის აქტივობებს შორის არსებული დამოკიდებულებების განსაზღვრა და დოკუმენტირება.
- პროექტის გრაფიკების შემუშავება, წარმოება და მონიტორინგი, მათ შორის კრიტიკული გზის იდენტიფიცირება და მართვა.
- პროექტის წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად დეტალური სამოქმედო გეგმების, საკვანძო ეტაპებისა და ვადების განსაზღვრა.
რესურსებისა და ბიუჯეტის მართვა
- პროექტის რესურსების, მათ შორის ფინანსური, ადამიანური და ტექნიკური რესურსების დაგეგმვა, განაწილება და მონიტორინგი.
- პროექტის ბიუჯეტების კონტროლი, ხარჯების ცვლილებების მართვა, ზუსტი ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის კონტროლის უზრუნველყოფა.
გუნდის ლიდერობა და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია:
- მულტიდისციპლინური გუნდების კოორდინაცია და პროექტის ყველა მონაწილეს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა.
- შიდა გუნდებისა და გარე დაინტერესებული მხარეების როლების, პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულების განსაზღვრა.
- შეხვედრების ორგანიზება, წარმართვა და დოკუმენტირება, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დაგეგმილი ქმედებების დროული შესრულების უზრუნველყოფა.
ხარისხისა და რისკების მართვა
- პროექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ხარისხის სტანდარტების დადგენა, დანერგვა და შენარჩუნება.
- პროექტის შესრულების მონიტორინგი, საბაზისო გეგმიდან გადახრების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.
- პროექტის რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა, პროექტზე მათი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავება.
- პრობლემების პროაქტიული გადაჭრისა და შესრულების მონიტორინგის გზით პროცესების უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა.
პროექტის მონიტორინგი და ინფორმაციის მართვა
- გამჭვირვალობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად პროექტის ინფორმაციის შეგროვება, შენახვა და გავრცელება.
- პროექტის მონაცემების ანალიზი, პროგრესის მონიტორინგი და პროექტის მიზნების მისაღწევად გეგმების საჭიროებისამებრ კორექტირება.
შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI)
- დამტკიცებული საპროექტო გრაფიკის მიხედვით სამუშაოების დროული ჩაბარება.
- ბიუჯეტის სიზუსტე და ხარჯების კონტროლის ეფექტურობა.
- რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების დროულობა და ეფექტურობა.
- საპროექტო დოკუმენტაციის დროული მომზადება და წარდგენა.
- პროექტის შედეგების ხარისხი და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა.
განათლება
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სამშენებლო მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
- პროექტების მართვის სერტიფიკატი (მაგ. PMP) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
გამოცდილება
- პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება, სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან არქიტექტურულ სფეროში.
ენები
- ქართული - მშობლიური (C2).
- ინგლისური - საშუალოზე მაღალი (B2) ან უფრო მაღალი დონე.
საჭირო უნარები და კომპეტენციები:
ტექნიკური უნარები
- პროექტების მართვის პროგრამების (როგორიცაა Microsoft Project, Primavera P6 და AutoCAD) მაღალ დონეზე ცოდნა.
- პროექტის ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და რესურსების დაგეგმვის გამოცდილება.
- დოკუმენტბრუნვისა და მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- პროექტის გრაფიკების შედგენის, ანგარიშგებისა და პროექტის კონტროლის მექანიზმების საფუძვლიანი ცოდნა.
ძირითადი კომპეტენციები
- ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები.
- კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები.
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- სტრესულ გარემოში ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.
- დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და ხარისხზე ორიენტირებულობა.
- რამდენიმე პროექტის მართვისა და მათ შორის პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- პროაქტიული, შედეგზე ორიენტირებული და პასუხისმგებლობიანი.