8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

668QGZ8G 17 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

Beauty Life

Beauty Life

გაყიდვების წარმომადგენელი

Beauty Life Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - "Beauty Life" - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

"Beauty Life" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 17 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებელთან პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლისთვის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
  • მიღებული შეკვეთების პოკეტში განთავსება (პოკეტში ჩატვირთულია სპეციალური სამუშაო პროგრამა);
  • მომხმარებელთან პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფა;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება;
  • დაგეგმილი სემინარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის და სემინარზე დასწრების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არა უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონე).

პიროვნული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

შერჩევის მეთოდები:

1 ეტაპი - გასაუბრება; 2 ეტაპი - გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Beauty Life
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek