გაყიდვების წარმომადგენელი
საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - "Beauty Life" - აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
"Beauty Life" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც დაარსდა საქართველოში 2009 წელს. 17 წლიანი ოპერირების შედეგად უზრუნველყოფს ევროპული და ამერიკული ხარისხის საერთაშორისო ბრენდების დისტრიბუციას ადგილობრივ ბაზარზე. ასევე მის მფლობელობაშია სილამაზის სალონი-სტუდია KEUNE და ესთეტიკური კლინიკა NUAGE.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-17:30 ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებელთან პირდაპირი და ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლისთვის პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
- მიღებული შეკვეთების პოკეტში განთავსება (პოკეტში ჩატვირთულია სპეციალური სამუშაო პროგრამა);
- მომხმარებელთან პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფა;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება;
- დაგეგმილი სემინარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის და სემინარზე დასწრების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან არა უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონე).
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
შერჩევის მეთოდები:
1 ეტაპი - გასაუბრება; 2 ეტაპი - გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.