8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

685AB8Y6 29 Ağu tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

ქარსფეისი

ქარსფეისი

ავტომობილის ექსპერტ-შემფასებელი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1800 / ay 30 Eyl tarihine kadar başvurun

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილის ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის. ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს. "Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00-მდე სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N19 ანაზღაურება: 1800 ლარი Net

დასაქმებულს ვთავაზობთ:

  • კორპორატიულ დაზღვევას
  • პროფესიული ტრენინგების გავლის საშუალებას
  • Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტომობილების ზიანის ვიზუალური შეფასება;
  • ავტომობილის დაზიანების მიხედვით შესაბამისი კალკულაციის შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

  • ავტომობილის ტექნიკური ცოდნა;
  • ავტო სერვისში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ამერიკის წამყვან აუქციონებზე მონაწილეობის გამოცდილება; (COPART; IAAI)
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარსფეისი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek