8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6A7MSC8H 28 Ağu tarihinde yayınlandı 60 görüntüleme

ოლივანდერ გრუპი

ოლივანდერ გრუპი

მოლარე-კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
₾800–950 / ay 29 Eyl tarihine kadar başvurun

შპს "ოლივანდერ ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრებს. კომპანია "ოლივანდერ ჯგუფი" ყველასათვის საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების ბრენდული მაღაზიების ოპერატორი კომპანიაა საქართველოში.

ამ ეტაპზე ცხადდება ვაკანსია მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ შენ:

  • გიყვარს ფილმები, ანიმაციები და მათი ნახვა შენი ყოველდღიურობის ნაწილია;
  • ხარ ენერგიული, პოზიტიური და კომუნიკაბელური;
  • შეგიძლია შენი საყვარელი ფილმებისა და ანიმაციების შესახებ გაუჩერებლად საუბარი;
  • სასაუბრო დონეზე ფლობ ინგლისურ ან სხვა რომელიმე უცხო ენას;

მაშინ, ეს ვაკანსია ნამდვილად შენთვისაა!

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებლებისთვის ამომწურავი და სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
  • პროდუქციის მახასიათებლების, ბრენდის, სტანდარტებისა და კომპანიის შინაგანაწესის ზედმიწევნით ცოდნა და დაცვა;
  • გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • პროდუქტის რეალიზაციის და სხვა ოპერაციების გაყიდვების პროგრამაში გატარება;
  • სალარო ოპერაციების განხორციელება;
  • ფილიალის სივრცეში წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • ფილმებისა და ანიმაციების შესახებ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და ამ ცოდნის მომხმარებლებისთვის გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი - 950 ლარი პლუს ბონუსი ვაკანტური ადგილები:

  • ოლივანდერის მაღაზია (კეკელიძე)
  • ოლივანდერსი (აქსის თაუერსი)

განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ნახევარი დღე, 09:45 - 16:00 სთ ან 16:00- 22:00 სთ, შაბათ-კვირას 1 სრული დღე მუშაობა (09:45-22:00 სთ), 1 დღე სრული დასვენება (ცვლასთან შეთანხმებით)

სხვა ბენეფიტები:

  • 30 %-იანი კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ყველა ბრენდულ ფილიალში;
  • ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე: OllivanderGroup HR

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ოლივანდერ გრუპი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek