8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6DPNPWK8 11 Eyl tarihinde yayınlandı 28 görüntüleme

გრანდ ელექტრონიქსი

გრანდ ელექტრონიქსი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

  • გრაფიკი: სრული
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, თვალჭრელიძის ქ, № 2 East Point

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
  • მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  • სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • დღის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მენეჯერისთვის გადაბარება;
  • ინვოისების სიზუსტით გამოწერა/შევსება;
  • ფილიალებთან საქალაქო მობილურზე კომუნიკაცია;
  • 1C პროგრამაში მუშაობა;
  • მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა და ცოდნა;
  • მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • 1С პროგრამის ცოდნა.

კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქსში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გრანდ ელექტრონიქსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek