გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
- მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
- პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ინასარიძის ქუჩა N25
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.