9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6ESBM8GS 17 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

აბანოთუბანი გრუფი

აბანოთუბანი გრუფი

ბუღალტრის თანაშემწე

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 სთ ანაზღაურება: 1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროგრამა ორისში (ORIS) მუშაობა
  • საწყობების აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები
  • სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი
  • საბუღალტრო გატარებები
  • სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა
  • სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • მზარდი ანაზღაურება
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელფოსტაზე რეზიუმეს გამოგზავნისას "თანახმა ვარ". ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აბანოთუბანი გრუფი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek