8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6KA4V8WE 8 Eyl tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი

სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი

საკრედიტო ექსპერტი

Batum Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾950 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

საფინანსო ორგანიზაცია შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
  • დასვენების დღეები: შაბათი, კვირა და ოფიციალური უქმე დღეები;
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 950 ლარი + ბონუსური სისტემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო სექტორში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
  • მოლაპარაკების, კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა;
  • საკრედიტო განაცხადების მიღება, ანალიზი და დამუშავება;
  • კლიენტებისთვის საკრედიტო პროდუქტებისა და პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების ეფექტურად წარმოჩენა;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის წარდგენა;
  • საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი და მართვა;
  • კლიენტების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციულ ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე და წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"საკრედიტო ექსპერტი".

ვაკანსიაზე განაცხადის გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად შეაგროვებს, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს (CV/რეზიუმეს) მხოლოდ დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თუ გაქვთ საკრედიტო საქმიანობის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება და გსურთ კარიერული განვითარება სტაბილურ და მზარდ ორგანიზაციაში, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!

წარმატებას გისურვებთ!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სესხის გამცემი სუბიექტი უნივერსალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek