ბარისტა-მიმტანი
"რედ ველვეტი" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლეო კვაჭაძის ქ. N19 სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5/2-ზე. ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრისგან შეკვეთის მიღება და დროული მიწოდება;
- საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
- სხვადასხვა სახეობის ცხელი და ცივი სასმელების (ალკოჰოლური/არაალკოჰოლური) მომზადება;
- მენიუსა და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა და მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
- ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით;
- სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური/რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
- პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობის უნარები;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვირეკოთ ნომერზე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.