ღამის ცვლის ადმინისტრატორი
სასტუმრო "ილიანი" იწვევს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკანსია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობისა და სწავლის შეთავსება.
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: კვირაში 3 ან 4 ღამე (საღამოს -18:00 დან - დილის 09:30-მდე);
- ანაზღაურება: თითო მორიგეობა 50 ლარი - თვეში 600-800 ლარი (ხელზე ასაღები) + ჩაი;
- გარემო: მშვიდი და მყუდრო სამუშაო პირობები, თავისუფალი დროის სწავლისთვის გამოყენების შესაძლებლობით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ფლობა (თავისუფალი საუბარი);
- რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
- საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ფლობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, სამუშაო ეთიკის დაცვა და პოზიტიურობა.
- ხალხთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.