9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

6QY60YAB 9 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

მაგთიკომი

მაგთიკომი

ქსელის ინჟინერი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

მაგთიკომი აცხადებს ვაკანსიას ქსელის მართვის და მონიტორინგის ჯგუფის ქსელის ინჟინერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა: - ქსელის სხვადასხვა კომპონენტების პროაქტიური მონიტორინგი და სტატისტიკის წარმოება; - პრობლემის დიაგნოსტირება და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა ან ესკალირება;

  • ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია;

მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკის თანმდევი დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე (სავალდებულო); - ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN); - ქსელური ტექნოლოგიების Swiching-ის, Routing-ის, MPLS-ის ცოდნა; - Cisco CCNP ან ანალოგიური სერტიფიკაციის დონის შესაბამისი ცოდნა ( სასურველია ROUTE და SWITCH-ის ჩაბარებული ტესტები); - IOS XR, NX-OS, JUNOS ქსელურ ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; - ქსელური აპარატურის მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება; - რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება; - დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა; - რამოდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი; - დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. გთხოვთ, Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქსელის ინჟინერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“ მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მაგთიკომი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek