გზაზე ტექნიკური დახმარების თანამშრომელი/მძღოლი
შპს "Cosmo Road Help" ეძებს პასუხისმგებლიან თანამშრომელს გზაზე ტექნიკური დახმარების სამსახურში.
სამუშაო ტერიტორია: კასპი - იგოეთი - ხაშური - ზესტაფონი - სამტრედია - ლანჩხუთი- ურეკი
ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილის დაქოქვაში დახმარება
- საბურავის შეცვლა/დაბერვა
- მცირე ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარება
- ტექნიკური სითხეების დამატება
- ბუქსირებისთვის ავტომობილის მომზადება
- მომხმარებელთან კომუნიკაცია
- ოპერატორისგან მიღებული გამოძახებების შესრულება
მოთხოვნები:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა
- მართვის გამოცდილება
- პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- ავტომობილის ტექნიკური ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- კომპანიის ავტომობილს
- სამუშაო ტელეფონსა და საჭირო აღჭურვილობას
- ოპერატორის მხარდაჭერას
- ხელფასს + ბონუსს
დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ: 596 612 000
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.