მაღაზიის მენეჯერი
სამშენებლო-სარემონტო მასალების მაღაზია "მეგა ბიქსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ზესტაფონში.
მისამართი: ზესტაფონი, ზაპოროჟიეს N10. (არგოს ტელევიზიასთან)
ძირითადი მოვალეობები:
- მიღებული პროდუქციის რაოდენობის გადათვლა/შემოწმება.
- მიღებული პროდუქციის შესყიდვა.
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის დასტიკერება, ფასების სწორად განთავსება.
- პროდუქციის შოურუმში გატანა, თაროებზე სწორად, მოწესრიგებულად და ვიზუალურად მიმზიდველად განთავსება.
- შოურუმში წესრიგის კონტროლი.
- თანამშრომლების სამუშაო პროცესის კოორდინაცია და დავალებების განაწილება.
- სამუშაო დისციპლინისა და შიდა სტანდარტების კონტროლი.
- მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი.
- აქციების, ფასებისა და შეთავაზებების სწორად წარმოჩენის კონტროლი.
- ხელმძღვანელთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების შეთანხმება.
უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
- განრიგი- დილის 8-დან საღამოს 6-მდე, ან დილის 9-დან საღამოს 7-მდე.
- კვირაში ორი დღე დასვენება
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ ნომერზე.
ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.