უძრავი ქონების აგენტი
კომპანია "აბშერ გრუპი" რომელიც არის საქართველოში უცხოელი სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ბაზარზე, ეძებს ახალ გუნდის წევრს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების მოძიება ჩვენი კომპანიის სტუდენტებისთვის;
- ბინის ჩვენება-დათვალიერება;
- მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება ჩვენს სოციალურ ქსელებში;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა B2 (არაბული ენის ცოდნა, თუნდაც დაწტებით დონეზე ჩაითვლება უპირატესად)
- კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel).
- დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- უპირატესად ჩაითვლება, თუ კანდიდატს ეყოლება საკუთარი ავტომობილი, ან ექნება მართვის მოწმობა
ჩვენი უპირატესობები:
- კომფორტული სამუშაო გარემო
- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
- სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
- სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
გრაფიკი: შესაძლოა მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება.
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული, +ბონუსი მინიმუმ 3000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/ მობილურობაზე/უნარებზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.