9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

773DY2FQ 10 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

ალტა

ალტა

ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ალტა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

ალტა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ხარისხის კონტროლის მენეჯერი.

ჩვენ ვართ ალტა — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომსახურების სივრცეებში (მაღაზიები, მიმღები პუნქტები) არსებული სტანდარტებისა და პროცესების შესწავლა და დაკვირვების შედეგად გაუმჯობესების საჭიროების დროული გამოვლენა;
  • მომსახურების სივრცეებში გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტები, მომსახურების პროცესზე დაკვირვება და პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენა, სივრცეების დადგენილი სტანდარტით შეფასება;
  • საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლა და ადგილობრივად დანერგვის შესაძლებლობის გამოვლენა;
  • კონკურენტების მომსახურების ხარისხის სტანდარტებსა და პროცედურებზე პერიოდული დაკვირვება და შესწავლა;
  • ახალი სტანდარტების შემუშავება და საჭიროებისამებრ არსებულ სტანდარტებში ცვლილებების განხორციელება სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
  • ინფრასტრუქტურული ხარვეზების გამოვლენა, მათი გამოსწორების მიზნით პროექტების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
  • მომსახურების გამარტივებისა და განვითარებისთვის ტექნოლოგიების დახვეწის შესახებ იდეების გენერირება, საჭირო პირებთან წარდგენა და განხორციელების პროცესში ჩართულობა;
  • საწყობების ყოველთვიური მონიტორინგი, ფასების შემოწმება და სააქციო პერიოდში პოს მასალის კონტროლი;
  • ფილიალებში ვიზიტის დროს სამუშაო დოკუმენტზე ხელმოწერა (სალაროების შემოწმების შემდეგ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • MS Office ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lhOUj6xc

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ალტა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek