9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7AEPRH7W 15 Eyl tarihinde yayınlandı 74 görüntüleme

ბოქსეტ ჯორჯია

ბოქსეტ ჯორჯია

IT ბიზნეს ანალიტიკოსი

Uzaktan Tam zamanlı Bilişim / Programlama
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

"Boxette Group" აცხადებს ვაკანსიას IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკისა და ამანათების გადამისამართების კომპანია, ოფისებით საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. ვეძებთ ანალიტიკურ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც იქნება ხიდი ბიზნესსა და დეველოპერების გუნდს შორის.

სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში; გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი ამოცანებისა და ბიზნესმოთხოვნების ანალიზი, სტრუქტურირება და პრიორიტეტიზაცია;
  • მოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა და დეველოპერების გუნდისთვის მკაფიოდ ფორმულირებული ამოცანების გადაცემა;
  • დავალებების შესრულების პროცესის თანხლება — დეველოპერებთან და პროდუქტის მფლობელთან კომუნიკაცია საბოლოო შედეგამდე;
  • ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში მონაწილეობა — ხარვეზების გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
  • პროცესებისა და ფუნქციონალის დოკუმენტირება;
  • კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში მოთხოვნების დაზუსტებისა და ხარვეზების შესამოწმებლად.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • IT სფეროში მსგავს პოზიციაზე (ბიზნეს ანალიტიკოსი/სისტემური ანალიტიკოსი/პროდუქტ-ანალიტიკოსი) მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება — სავალდებულო;
  • ამოცანების ანალიზისა და ტექნიკურ დავალებებად ჩამოყალიბების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გარკვევით, სტრუქტურირებულად წერისა და დოკუმენტირების უნარი;
  • Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
  • ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ** ინგლისურის ცოდნა — ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობა, გუნდში მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი უნარი.

უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) გამოცდილება;
  • ლოგისტიკის, e-commerce ან fintech სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • API-ების, მონაცემთა ბაზების ან ინტეგრაციების ზოგადი გაგება (SQL — პლუსი);
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
  • პროფესიული განვითარებასა და ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.

როგორ გამოგვეხმაუროთ: გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე სათაურით "IT ბიზნეს ანალიტიკოსი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბოქსეტ ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek