ქოლ-ცენტრის ოპერატორი
16 Kas tarihinde yayınlandı (1 gün kaldı) 17 Kas tarihine kadar başvurun
SMOTORS აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1 სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: ფიქსირებული
კომპანიის შესახებ: კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა
- მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია, საჭიროების დადგენა
- პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება ფილიალებთან
- შემომავალ ზარებსა და წერილებზე დროული პასუხი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სატელეფონო გაყიდვების ან ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- უცხო ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ
- მზარდ კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „სმოტორს“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!