ფინანსისტი
შპს "ვიტა ინვიტრო კლინიკა - აფილირებული სამშობიარო ჰოსპიტალი" სტანდარტის ჩვენს გუნდში იწვევს გამოცდილ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ფინანსისტს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ნაქალაქევის ქ. №3
ძირითადი მოვალეობები
- კლინიკისა და ჰოსპიტლის ფინანსური ოპერაციების მართვა, აღრიცხვა და მონიტორინგი.
- შემოსავლებისა და ხარჯების დეტალური ანალიზი, ბიუჯეტირება და პროგნოზირება.
- საგადასახადო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში საქმიანობის უზრუნველყოფა.
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურთან (RS.ge) ეფექტური კომუნიკაცია.
- ფინანსური რეპორტინგის მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
- ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების გატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სავალდებულოა: შემოსავლების სამსახურში მუშაობის გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბუღალტერიის მიმართულებით.
- სამედიცინო/ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსისტად ან ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა.
- ფინანსურ და საბუღალტრო პროგრამებთან, ასევე MS Excel-თან მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები
- ანაზღაურება: 7 000 ლარი (ხელზე ასაღები)
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი - პარასკევი), 10:00-დან 18:00 საათამდე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ნაქალაქევის ქ. №3.
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.
წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ: "ფინანსისტი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.