კურიერი საკუთარი მიკროავტობუსით
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით ან მიკროავტობუსით (მარშრუტკა) ქუთაისში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, (სასურველია იყოს კომბოს ტიპის ან "მარშრუტკის" ტიპის"!
ძირითადი მოვალეობა: გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
პირობები:
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათ-კვირა დასვენება;
- ანაზღაურება: მიკროავტობუსი - დღეში 75 ლარი + საწვავი; კომბოს ტიპის ავტომობილი - დღეში 70 ლარი + საწვავი; მსუბუქი ავტომობილი - დღეში 60 ლარი + საწვავი
- მისამართი: ქ. ქუთაისი, სულხან - საბას N8
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
- საკუთარი კომბოს ტიპის ავტომობილი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
- გამართული სამუშაო პროცესი;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- სიახლის ათვისების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება;
- მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტის მისამართზე, სათაურის ველში მიუთითეთ "კურიერი საკუთარი ავტომობილით/მიკროავტობუსით ქუთაისში".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.