8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

7H64TW5G 16 Eyl tarihinde yayınlandı 35 görüntüleme

ფაინ თრი ტერმინალი

ფაინ თრი ტერმინალი

ოპერატორი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1000–1400 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

სასაწყობო მეურნეობის ბიზნეს ოპერატორი "ფაინ თრი ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება: მიღებული ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია და პროგრამული ასახვა.
  • საბანკო და სალარო ოპერაციები: საბანკო ამონაწერების ყოველდღიური გატარება, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი.
  • ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა: კომპანიის საოპერაციო ხარჯებისა და რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების ზუსტი ასახვა პროგრამაში.
  • ანგარიშების მოწესრიგება: ბუღალტრული ანგარიშების დაზუსტება და "თვის დახურვის" პროცესში მონაწილეობა.
  • RS.GE პორტალთან მუშაობა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების მართვა.
  • საგადასახადო დეკლარაციები: დეკლარირების პროცესში მონაწილეობა და საჭირო ინფორმაციის მომზადება (საშემოსავლო, დღგ და ა.შ.)
  • საწყობიდან გასაწერი პროდუქციის დოკუმენტაციის გაფორმება და პროგრამაში ასახვა;
  • ახალი კონტრაგენტების დარეგისტრირება.
  • დოკუმენტაციის კორექტირება, დავალიანებების დოკუმენტაციის კონტრაგენეტებისთვის მიწოდება.
  • ნაშთების მონიტორინგი.
  • დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების დოკუმენტების შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბუღალტერიის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით.
  • პროგრამული ცოდნა:
  • ORIS-ში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია 1C-ის და WMC პროგრამების ცოდნა და გამოცდილება.
  • MS Excel-ის კარგ დონეზე ცოდნა.
  • RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
  • კანონმდებლობა: საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბაზისო ცოდნა.

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00 სთ; შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება; ხელფასი: 1000-1400 ლარი (ნეტი) (კვალიფიკაციის მიხედვით)

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ, კლინიკა "ვივამედი"-ს მიმდებარე ტერიტორია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე საგნის ველში მიუთითეთ "ოპერატორი". ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფაინ თრი ტერმინალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek