← Tüm iş ilanları

7NHCNPDC 19 Kas tarihinde yayınlandı 8 görüntüleme

რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფ. ინჟინერი

Tiflis Tam zamanlı Diğer Mühendis
₾1500–2000 / ay Oturum açın ve başvurun

olağana göre −41% · olağan 2,960 ₾ · 35 ilan

19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun

Sigorta · ilanda

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტპროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას რადიო ქსელის გეგმური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - რადიო ქსელის გეგმიური სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების ხელმძღვანელი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი: 10:00-15:00 ანაზღაურება - 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

დამატებითი სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები

  • რადიო-სარელეო ხაზის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია;
  • საბაზო სადგურის სექტორის მონტაჟი/დემონტაჟი/ინტეგრაცია (ანტენა+აპარატურა);
  • საბაზო სადგურზე დამიწების სისტემის მოწყობა;
  • გარე გამოყენების ყუთის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • კვების სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების (მზის პანელი+ქარის გენერატორი) მონტაჟი/დემონტაჟი/შეცვლა;
  • საბაზო სადგურების შემოწმება/ინვენტარიზაცია, შემოწმებისას ადვილად აღმოფხვრადი ხარვეზების გამოსწორება;
  • ქსელში აღმოჩენილი პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სადგურებზე ვიზიტისას მათი დასურათება და მათი ატვირთვა ბაზაში;
  • გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
  • რეგიონული ჯგუფების დახმარება მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას;
  • სამსახურებრივი ელ.ფოსტაზე მიღებული წერილების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება კავშირგაბმულობის მიმართულებით;
  • იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1-წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება ქსელის მომსახურების კუთხით;
  • რადიო-სარელეო სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა.

პიროვნული მახასიათებლები

  • ინიციატივიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რადიო ქსელის გეგმური სამუშაოების განყოფილების ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz