ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:
- თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
- ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;
- თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
- თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება;
- თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
- შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი;
- კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება HR მიმართულებით; (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით)
- შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook;
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- კონფიდენციალურობის დაცვა
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე - 10:00-19:00 სთ
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არგანიხილება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.