პროდუქტ მენეჯერი
"SGS Dental"-ის საიმპლანტაციო სისტემების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სტომატოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი);
- ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობისა და პროდუქციის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით სტომატოლოგიურ სფეროში);
- პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint);
დამატებითი მოთხოვნები:
- საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქციის (საიმპლანტაციო სისტემების) სიღრმისეული შესწავლა, პოზიციონირება და ბაზარზე დანერგვა;
- ექიმ-სტომატოლოგებთან და კლინიკებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
- პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროდუქტ მენეჯერი").
ჩვენ შესახებ:
კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SGSdentalG
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.