მოლარე-კონსულტანტი
შპს "მასპინძელი" წარმოადგენს "სპარის" მეგობარ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ქსელურ მაღაზიებს. მისი გუნდი 200-მდე თანამშრომლისგან შედგება და წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე.
შპს "მასპინძელი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოლარე-კონსულტანტი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენების დრო)- დღის ცვლა / 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამეგამოშვებით (1 საათი შესვენების დრო)-ღამის ცვლა. ანაზღაურება: 900/1050 ლარი (+ ბონუსი) მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- სალაროსთან მუშაობა;
- სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი.
მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები;
- მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
დაინტერესებულ პირებს თქვენი CV-ის გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი") ან მარტივად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BvGdLjC8t6pjdq6M8
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.