დაცვის თანამშრომელი
Orbi Group — სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
პოზიცია: დაცვის თანამშრომელი ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა — 3 დღეში ერთხელ
ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - უპირატესობა მიენიჭება სავალდებულო სამხედრო სამსახურგავლილ კანდიდატებს; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები: - ზრდილობიანობა და მაღალი კომუნიკაციის კულტურა; - დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა; - გაწონასწორებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
მოვალეობები: - ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; - ობიექტზე წესრიგისა და კონტროლის დაცვა; - თანამშრომლებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების მონიტორინგი; - ინციდენტებზე დროული რეაგირება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე ელფოსტის მისამართზე და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება. შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.