გაყიდვების კონსულტანტი
Gamers • გეიმერს ეძებს გაყიდვების კონსულტანტს.
გაინტერესებს კომპიუტერები, გეიმინგი და ტექნიკა? შეგიძლია მომხმარებელს მოუსმინო, პროდუქტი გასაგებად აუხსნა და შესაფერისი ვარიანტი შეურჩიო? მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია მაღაზიაში, ტელეფონითა და ონლაინ მიმოწერით
- კომპიუტერების, ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების შერჩევაში დახმარება საჭიროებისა და ბიუჯეტის მიხედვით
- მარაგისა და ფასების გადამოწმება, შეკვეთების მომზადება და გაყიდვების აღრიცხვა
- განცხადებების დამატება და განახლება gamers.ge-სა და MyMarket-ზე
- პროდუქციის დალაგება და დავალებების დროულად შესრულება
რას ველით შენგან:
- კომპიუტერის ნაწილებისა და გეიმინგ აქსესუარების საბაზისო ცოდნას
- მომხმარებელთან თავაზიან და გასაგებ ურთიერთობას
- კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობასა და საჭირო ინფორმაციის სწრაფად მოძებნას
- პუნქტუალურობას, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას
უპირატესობაა ტექნიკის გაყიდვის გამოცდილება და რუსული ენის ცოდნა.
ხელფასი: 1 200 ლარიდან გრაფიკი: კვირაში 5 დღე; ორშ-პარ 11:00-20:00, შაბ-კვ 12:00-18:00 სამუშაო ადგილი: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი 53ბ
დაგაინტერესა? გამოგვიგზავნე CV ან მოკლედ მოგვიყევი შენი გამოცდილებისა და უნარების შესახებ. წერილის სათაურში მიუთითე: "გაყიდვების კონსულტანტი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.