8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

87EZ4YAY 21 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა

მშენებლობის მენეჯერი

Gori Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ბერბუკის დასახლება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და შესრულების კონტროლი;
  • სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • პროექტის ვადების, სამუშაოების მოცულობებისა და რესურსების მართვა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების ფუნქციების განსაზღვრა, სამუშაოების გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
  • ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობებისა და ხარჯების კონტროლი;
  • პროექტის მიმდინარეობისას პრობლემებისა და რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და მათი მუდმივი კონტროლი;
  • დამკვეთთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და პროექტის პროგრესის მონიტორინგი;
  • ტექნიკური წინადადებებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო ნორმების, ტექნიკური სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის კონტროლი;
  • თანამშრომელთა წახალისების/ანაზღაურების ცვლილების შესახებ რეკომენდაციების ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერ-მშენებლის ან სხვა შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;
  • მშენებლობის მენეჯერის, პროექტის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური სტანდარტების კარგი ცოდნა;
  • საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
  • პროექტის ვადების, სამუშაოების მოცულობებისა და რესურსების მართვის გამოცდილება;
  • ენერგეტიკის სფეროში ან ენერგეტიკული/ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ისა და შესაბამისი საინჟინრო პროგრამების (AutoCAD და/ან Archicad) ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 21 ოქტომბრისა. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek