8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

89M6HJQ1 7 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ნიუ ჰოსპიტალსი

ნიუ ჰოსპიტალსი

გაყიდვების ოპერატორი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მომხმარებლებთან ურთიერთობის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული ვერბალური უნარები;
  • რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - MS Word, Excel.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლების ბაზების განახლება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან ზარების განხორციელება და სერვისების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • ორგანიზებულობა;
  • განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 07.10.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ნიუ ჰოსპიტალსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek