მიმტანი
იტალიური რესტორანი "რენე" ეძებს როგორც გამოუცდელ, ასევე გამოცდილ მიმტანებს. ჩვენი გუნდისთვის გვესაჭიროება გამოცდილი, ენერგიული, პოზიტიური და შრომისმოყვარე წევრები.
გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც 5/2-ზე, ასევე 2/2-ზე (12 საათიანი).
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა.
- სერვისის მაღალი სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება.
- მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა.
- მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება.
- მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი.
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმართან.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
- 2 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
- ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან ხელფასს.
- კვებით უზრუნველყოფას.
- ღამის ცვლის შემდეგ სახლში ტაქსით გაშვებას.
- მეგობრული და კომფორტული გარემოს.
- პროფესიული განვითარებას.
- ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.