8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8FN888YZ 9 Eyl tarihinde yayınlandı 81 görüntüleme

ჯინო აკვაპარკი

ჯინო აკვაპარკი

წამყვანი ანიმატორი

Tiflis Tam zamanlı Medya / Yayıncılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

კურორტი თბილისში „ჯინო აკვაპარკი“ და დაბადების დღის ცენტრი „ჯინო ჯუნიორი“ უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ დაუვიწყარ განწყობაზე ზრუნავს, აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ანიმატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ანიმაციური და დაბადების დღის პროგრამების შემუშავება - დღის განმავლობაში გასართობი აქტივობების ჩატარების უზრუნველყოფა - დაგეგმილი თემატური ღონისძიებებისა და შოუ-პროგრამების მაღალ დონეზე ჩატარება - მოცეკვავე ანიმატორების გუნდის დაკომპლექტებაში ჩართულობა და მათი ეფექტური მართვა - სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, მათი დაინტერესება და ჩართულობის უზრუნველყოფა - სტუმრებისა და იუბილარების მაქსიმალურად პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ქორეოგრაფიული ან თანამედროვე ცეკვების მიმართულებით გამოცდილება - ანიმაციის ან გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

შემოგვიერთდი, თუ ხარ: - სუპერკომუნიკაბელური და ენერგიული - ხალისიანი და პოზიტიური

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს - კონკურენტულ, შედეგზე და ღონისძიების ჩატარებაზე მიბმულ ანაზღაურებას - დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით, მათ შორის აკვაპარკითა სარგებლობის შესაძლებლობა)

პერსონალურ მონაცემთა დაცვა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა, რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: „წამყვანი ანიმატორი“

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯინო აკვაპარკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek