8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8TQP45ZF 11 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი

იურისტი

Zugdidi Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს - პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას - კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: იურისტი სამუშაო ადგილი: ანაკლია სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - სასურველია სამშენებლო სექტორში გამოცდილება; - საქართველოს კანონმდებლობის კარგი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა — მინიმუმ B2 დონე; - MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

მოვალეობები: - სამშენებლო და კომერციული ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ანალიზი; - ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების სამართლებრივი შემოწმება; - კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; - სამართლებრივ კონსულტაციების გაწრევა კომპანიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლებისთვის კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; - სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების კვლევა და ანალიზი; - სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, ნოტარიუსებთან, საჯარო რეესტრსა და სხვა დაწესებულებებთან ურთიერთობა; - მოქმედი კანონმდებლობის, სასამართლო პრაქტიკისა და მარეგულირებელი ცვლილებების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციასა და რეკომენდაციების მომზადება; - იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივის წარმოება;

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - გუნდში მუშაობის უნარი; - ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; - სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი

თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ.მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პრაიმ ბეტონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek