8,895 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

J103VW2E 11 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

გორგია

გორგია

სამუშაოთა მწარმოებელი

გორგია Dış ilan
Zugdidi Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე ზუგდიდში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა; - სამშენებლო ნახაზების მიხედვით მუშაობა და მშენებლობის ხარისხის კონტროლი; - სავაჭრო დარბაზის აღჭურვილობის მონტაჟი-დემოტაჟი; - ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა; - სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება; - ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა; - სხვა შიდა სამეურნეო საქმეების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო-საინჟინრო ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით; - მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; - ნახაზის წაკითხვის, პროპორციულობისა და პროდუქტის მარკიანობის ცოდნა.

საჭირო უნარები: - ორგანიზების და მართვის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გორგია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek