ანგარიშების მენეჯერი
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
"Recount.ge" ეძებს ანგარიშების მენეჯერს, რომელიც კომპანიებთან დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, წარუდგენს მათ Recount.ge-ის სერვისს და დაეხმარება პლატფორმის გამოყენებასა და გაყიდვების განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციური იურიდიული პირების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- კომპანიებისთვის Recount.ge-ის სერვისის შეთავაზება და მომსახურების პროცენტის შეთანხმება;
- კლიენტების Recount.ge-ის სისტემაში რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურება;
- პორტფელში არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია და გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულება;
- უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
მოთხოვნები
- გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ანგარიშების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის ინტერესი და ახალი პარტნიორების მოძიების მოტივაცია;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და რამდენიმე კლიენტთან პარალელურად მუშაობის უნარი;
- მიზნებზე ორიენტირებულობა და შედეგების მიღწევის სურვილი;
- კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები;
- ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება და საკომისიო:
ფიქსირებული ანაზღაურება და შედეგზე მიბმული საკომისიო. საკომისიოს პირობები განიხილება გასაუბრებისას.
დაინტერესდი?