9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

8ZCFVQFB 1 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾800–1000 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში. AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

  • HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
  • ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
  • იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
  • IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.

კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "ESG" და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: www.aacc.ge

AACC-ის ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიაში ვეძებთ ოფისის მენეჯერს.

რას გთავაზობთ?

  • სამუშაო განრიგი: 09:00 - 17:30 სთ
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, 25 მოსკოვის გამზირი.
  • ანაზღაურება: 800-1000 ლარი (NET).
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; (გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ).

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და სამუშაო პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
  • საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო რესურსების კონტროლი და დროული უზრუნველყოფა;
  • შეხვედრებისა და სხვადასხვა საოფისე ღონისძიების ორგანიზება და კოორდინაცია;
  • ოფისის წესრიგის, სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის საჭირო ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • შემოსული ზარების, ელექტრონული ფოსტის მიღება და შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება;
  • დოკუმენტაციის ორგანიზება და ხელმძღვანელობის მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები, მოლოდინები:

  • გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია მინიმალური პრაქტიკა ადმინისტრაციული მიმართულებით;
  • განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტსაც (ხელშეწყობით);
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დროულად შესრულების უნარი;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარებაზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek