მოლარე-კონსულტანტი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
შპს " ხარება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი; ქ. ფოთი სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ერთი ანაზღაურება: სამი თვე 1100 ლარი, შემდეგ 1300 ლარი გამოსაცდელი ვადა 6 თვე
ფუნქციები და მოვალეობები:
- მაღაზიაში შემოსული მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის ღვინის პროდუქციისა და არსებული აქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- ღვინის პროდუქციის შესაბამის თაროზე განთავსება და ფას-მაჩვენებლის კონტროლი;
- გაყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა და სალაროში თანხის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- მომსახურების სტანდარტების (სერვის+) ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.