8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9BTTZXNV 16 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

McDonald’s Georgia

McDonald’s Georgia

ოფისის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
  • მისამართი: ლისი, ი. კეჭაყმაძის I შესახვევი №11

დამატებით:

  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი
  • უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 საათებში.
  • სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონემენტი)
  • სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები
  • პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00-15:00.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საოფისე ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შესყიდვა, აღრიცხვა და კონტროლი;
  • ოფისის ტექნიკური, სარემონტო და კომუნალური მომსახურებების კოორდინაცია;
  • ოფისისა და სხვა ადმინისტრაციული ფართების დასუფთავების ჯგუფის მუშაობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი;
  • კომპანიის შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის ორგანიზება;
  • სატელეფონო ზარების პასუხის გაცემა;
  • შეხვედრებისა და სტუმრების ვიზიტების ორგანიზება;
  • HR დეპარტამენტის მხარდაჭერა რეკრუტინგის, ახალი თანამშრომლების ონბორდინგისა და ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვის პროცესში;
  • თანამშრომელთა შვებულებების, დეკრეტული შვებულებების, დაზღვევისა და სხვა ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციული შესყიდვების, ხელშეკრულებებისა და ელექტრონული განაცხადების მომზადება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • IT, ფინანსების, HR-ისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა საოფისე პროცესების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
  • ადმინისტრაციული მენეჯერის დავალებით მიმდინარე პროექტებისა და საოფისე ინიციატივების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
  • პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი;
  • პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დინამიურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6aaa7411590ba8b4f0f2cbdf

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
McDonald’s Georgia
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek