8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9DGVDQ3B 8 Eyl tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ევროპროდუქტი

ევროპროდუქტი

უნივერსალური კონსულტანტი

Tiflis Staj Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება); ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
  • ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა;
  • ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება, შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  • პროდუქციის ვადების, ხარისხისა და ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი;
  • დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში თაროების შევსება;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "უნივერსალური კონსულტანტი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევროპროდუქტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek