ღამის ადმინისტრატორი
სასტუმრო ალმა აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლიან და გამოცდილ თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 28; სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 21:00-დან 09:00-მდე; ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება, რეგისტრაცია, განთავსება და გასტუმრება (Check-in/Check-out) არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი და უნაღდო გადახდები);
- სტუმრების რეგისტრაცია სასტუმროს სისტემაში (PMS), ინფორმაციის დამუშავება და ინვოისების მომზადება;
- სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს ნომრების, წესების, სერვისებისა და ტარიფების შესახებ;
- პირდაპირი გაყიდვების მართვა (Walk-in და სატელეფონო ჯავშნები);
- შემოსული და გასული კომუნიკაციების (ტელეფონი, ელ-ფოსტა, ონლაინ პლატფორმები) ოპერატიული მართვა;
- სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური და აქტიური თანამშრომლობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია სასტუმროს რეცეფციაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სავალდებულოა სასტუმროს მართვის პროგრამებთან (PMS) მუშაობის გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და გაყიდვების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ღამის ადმინისტრატორი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.