ქოლცენტრის ოპერატორი
Apple-ის ოფიციალური ავტორიზებული ტექნიკის ქსელი iTechnics და ჭკვიანი ტექნიკის ქსელი Mstore აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში ორი დღე დასვენება. ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)
ძირითადი მოვალეობები:
- შემომავალ ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე;
- კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა;
- პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
- მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
- ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით;
- შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია;
- ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს საბაზისო დონეზე;
- ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია თანამშრომელს სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ს;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.