ტომრების მკერავი
შპს "პრემიერი" აცხადებს ვაკანსიას ტომრების მკერავის პოზიციაზე.
თანამშრომლის ძირითადი მოვალეობა იქნება ფქვილის ტომრების სპეციალური საკერავი დანადგარის გამოყენებით ხარისხიანად შეკერვა და სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა.
ძირითადი მოვალეობები:
- ფქვილის ტომრების შეკერვა სპეციალური საკერავი დანადგარის გამოყენებით;
- შეკერილი ტომრების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
- უსაფრთხოების წესების დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 2, 000 ლარს;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- დროულ ხელფასს;
- მეგობრულ გუნდსა და განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე.
სათაურად მიუთითეთ: "ტომრების მკერავი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.