8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9V285SYE 3 Eyl tarihinde yayınlandı 62 görüntüleme

Otium Development

Otium Development

ოფის მენეჯერი

Otium Development Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 30 Eyl tarihine kadar başvurun

უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია „ოტიუმი“ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში.

ძირითადი მოვალეობები: - ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა; - საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება; - საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა; - ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; - ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში; - ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება; - ელ. ფოსტის მონიტორინგი; - კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; - ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა; - შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; - სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე; - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები: - მოტივირებული; - კომუნიკაბელური; - პასუხისმგებლიანი; - მოლაპარაკების წარმოების უნარი;

სამუშაო ადგილი: - თბილისი, თ. იოსებიძის #73 - ფიქსირებული ანაზღაურება: - 1500 ლარი - სამუშაო საათები: - სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Otium Development
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek