9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

9W07WERW 10 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი

სამედიცინო წარმომადგენელი

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

ფარმაცევტული კომპანია "ინოთიმი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოს ბაზარზე მოწინავე ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ინოვაციურ სამედიცინო პროდუქციას.

კომპანიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://innoteam.ge/ | https://www.facebook.com/InnoTeampharmaceutical/

კომპანია "ინოთიმი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ხუთი დღე; ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
  • საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
  • ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

  • განრიგის შესაბამისად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქტების გაყიდვების მართვა გეგმის შესაბამისად;
  • კლიენტების ლოიალობის გაზრდა და შენარჩუნება;
  • სამომხმარებლო ბაზრის პოტენციალის განსაზღვრა, ტენდენციების ცოდნა და ბაზრის მონიტორინგი;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი, ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

  • პრეზენტაციისა და გაყიდვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"ინოთიმი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ინოთიმის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის 1 წლის ვადით.

თუ არ გსურთ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე, გთხოვთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე, ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფარმაცევტული კომპანია ინოთიმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek