ადმინისტრატორი
ესთეტიკური ცენტრი "La`Tuka Concept -Beauty & Wellness" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 15 დღე, 10:00-22:00 (დღეგამოშვებით) ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი მისამართი: მიცკევიჩის 9.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებისთვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა
- ესთეტიკურ ცენტრში არსებული პროდუქციისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და კლიენტებისთვის აქტიურად შეთავაზება
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა
- პაციენტების ჩაწერების კოორდინაცია და ორგანიზება
- ადმინისტრაციული ზარების შესრულება
- სოც. ქსელის მართვა (შემოსულ მესიჯებზე პასუხი)
- სალაროსთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონე)
- გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველების უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციისაა და და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- კრეატიულობა და აქტიურობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით (სურათის გარეშე CV არ განიხილება), შემდეგ მისამართზე.
გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.