9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

A1VEPE4V 1 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

პანექსი

პანექსი

საწყობის თანამშრომელი

Rustavi Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Orijinal ilana devam edin ↗
₾1000 / ay 30 Eyl tarihine kadar başvurun

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია. ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.

კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. რუსთავში.

სამუშაო აღწერილობა - ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა – საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის გადატანა ხელით ან დამხმარე მოწყობილობებით. - მასალებისა და ინვენტარის მოვლა – საწყობში არსებული ინვენტარის, შეფუთვის მასალების და სხვა რესურსების მართვა. - უსაფრთხოების წესების დაცვა – საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო რისკები. - საწყობის მოწესრიგება – სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში.

მოთხოვნები - საწყობში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება. - ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა. - აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. - საწყობში გამოყენებული ტექნიკის და ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა (მაგ.: სათავსო ამწე, სასაწყობე ეტლი, სკანერები და ა.შ.). - დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა. - სისწრაფე და პუნქტუალობა.

დამატებითი ინფორმაცია: - ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)+ მაღალი საბონუსე სისტემა - კორპ.დაზღვევა - სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ

სამუშაო გრაფიკი - სტანდარტული, კვირაში 5 დღე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის თანამშრომელი“. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/WTeK4zCe

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პანექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek