8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

A4D83HWE 14 Eyl tarihinde yayınlandı 34 görüntüleme

STREAM

STREAM

მთავარი ბუღალტერი

STREAM Dış ilan
Tiflis Staj Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

ვაცხადებთ ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე აუდიტორული კომპანია "ალგი აუდიტისთვის".

"ალგი აუდიტი" 2016 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს ეხმარება ბიზნესის ეფექტურად მართვასა და განვითარებაში.

პოზიციაზე მივესალმებით კომუნიკაბელურ, აქტიურ, დეტალებზე ორიენტირებულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი - სრული, 10:00 - 19:00 (ორშაბათი - პარასკევი) ანაზღაურება - განიხილება ინდივიდუალურად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტი კომპანიისთვის ბუღალტრული აღრიცხვის წარმართვის უზრუნველყოფა მოქმედი სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად;
  • კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • სტაჟიორის, დაქვემდებარებული თანამშრომლის საქმის კოორდინირება, მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობიდან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • ბუღალტრული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
STREAM
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek